„აიცერი და დაიცავი“ (video)

24-30  აპრილს საქართველოში, ისევე როგორც ევროპის რეგიონის 53 ქვეყანაში, ტარდება იმუნიზაციის კვირეული. ღონისძიება რომელიც ყოველწლიურად ტარდება,   ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს მიერ არის ორგანიზებული. იმუნიზაცია კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მიღწევაა და ყოველწლიურად მილიონობით ბავშვს იცავს ჯანმრთელობის მდგომარეობას სიბრმავის,  ინვალიდობის, გონებრივი  ჩამორჩენილობისა და ჯანმრთელობის სხვა მძიმე  დარღვევებისაგან.
      იმუნიზაციის კვირეულს ხობის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. ა(ა)იპ ხობის    მუნიციპალიტეტისსაზოგადოებრივი ჯანდაცვის  ცენტრის და ჯანდაცვის  პირველადი რგოლების მიერ მოსახლეობის  მასობრივი თავშეყრის  ადგილებში,  საჯარო სკოლებში,   საზოგადოებრივი მნიშვნელობის  დაწესებულებებში   ლექცია-საუბრები ჩატარდება  იმუნიზაციის  მნიშვნელობის და აცრების აუცილებლობის შესახებ,   დაურიგდებათ ბუკლეტები „აცერი და დაიცავი“.

      დროულად  ჩატარებული აცრები  დაავადებების  თავიდან  აცილების  საუკეთსო საშუალებაა. 
video














ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!