შეხვედრა ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან

დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მცირემეწარმიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოებზე ისაუბრეს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ  2799 ჰექტარი მიწის ნაკვეთია მოხნული, მათ შორის, მცირემეწარმიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში - 2484 ჰექტარი. მიმდინარეობს სამუშაოები, რომელიც აგრო ვადებში დასრულდება.

    შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული პროექტების დროულად განხორციელებას. შეხვედრას გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ანგილ მიქავა ესწრებონდნენ. ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებმა  მიიღეს შესაბამისი  დავალებები.