ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ტურნირი ხაშურში


2015 წლის 24-26 აპრილს ქ.ხაშურის სპორტსკოლის დარბაზში გაიმართა ნიკოლოზ ხვედელიძის სახელობის V რესპუბლიკური ტურნირი 2001-20002 და 2003-2004 წლებში დაბადებულ ჭაბუკ სპორტსმენთა შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.
ტურნირში მონაწილეობდა ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჯგუფის 14 სპორტსმენი (მწვრთნელ-მასწავლებლები ს.გვასალია და ბ.ბუკია).
ხობელმა ნორჩმა სპორტსმენებმა 29 კგ წონით კატეგორიაში მე-2 ადგილი (მიშიკო ალექსანდრია), ხოლო 38 და 42 კგ წონით კატეგორიაში მე-3 ადგილები (გიორგი აგუმავა და მალხაზ წოწერია) მოიპოვეს. 
გამარჯვებულები და პრიზიორები ტურნირის ორგანიზატორებმა (ხაშურის კულტურისა და სპორტის სამსახური, ხაშურის კომპლექსური სასაპორტო სკოლა) დიპლომებითა და მედლებით დააჯილდოვეს.