დედამიწის დღესთან დაკავშირებული კვირეული დასრულდა

დღეს, ქ. ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქ. ხობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარებული ღონსძიებების კვირეული ფლეშმობით დაასრულეს. დედამიწის დღე პირველად 1970 წლის 22 აპრილს აშშ-ში აღინიშნა. მის დამფუძნებლად კი სენატორი გაილორდ ნილსენი ითვლება.