საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხობში


დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ოთარ დანელიასთან, სახელმწიფო რწმუნებულთან გუბერნატორთან ლევან შონიასთან და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოჩა ქაჯაიასთან ერთად  თხილის ქარხანა მოინახულეს, ხობში შპს “ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის” მიერ დაფუძნებული ქარხანა 2013 წელს აშენდა და მასში 300 000 აშშ დოლარის მოცულობის ქართული ინვესტიცია განხორციელდა. წარმოების განვითარების მიზნით, ქარხანამ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში მოიპოვა 782 000 აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსება. საწარმომ შეძლო შეესყიდა თანამედროვე, უახლესი მოსახალი და შესაფუთი მანქანა-დანადგარები, ძირითადი საჭირო, საწარმოო აღჭურვილობები და ნედლეული.
ქარხანაში იწარმოება თხილის გული, მოხალული თხილი, ბლანშირებული თხილი და აგრეთვე ინოვაციური თხილის პროდუქტი-მოხალული, დამარილებული თხილი ნაჭუჭით. მასში ამ ეტაპზე 25 ადამიანია დასაქმებული (პერსექტივაში 70 ადამიანი დასაქმდება)  და დღეში 4 ტონამდე თხილის გადამუშავებას ახორციელებს.