ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა


2015 წლის 30 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები: მათ შორის: „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის და გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 აგვისტოს N32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ დადგენილების პროექტი. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით საკრებულოს სხდომაზე გამოითქვა შენიშვნები და საფინანსო-სარევიზიო კომისიის დასკვნის საფუძველზე პროექტი ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა გამგეობას. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა პროექტები: „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების საკუთრების უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“. პროექტების განხილვის შემდეგ საკრებულოს განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის მიცემულ იქნა თანხმობა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ძირითადი განუსხვისებელი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე, მათი დევნილებისთვის გადაცემის მიზნით და ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დამატებითი ქონების საკუთრების უფლებით, ლული ეჯიბიასთვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვის შემდეგ სხდომა დახურულად გამოცხადდა.

















ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!