
შეხვედრა, რომლის მიზანია ასოციაცია ,,დეასთან” არსებული ქალთა განვითარების კომიტეტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ შექმნილი სამეგრელო– ზემო სვანეთის ქალთა მოძრაობის პოპულარიზაცია და განვრცობა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებში, ჩატარდა ასოციაცია დეას პროექტის ,,ქალების პოლიტიკური უფლებების დაცვის ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში" ფარგლებში (დონორი: ოქსფამ – დიდი ბრიტანეთი)
შეხვედრაზე საზოგადოებას ქალთა მოძრაობის როლზე გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებასა და ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგიის სამუშაო ვერსიაზე მიეწოდა ინფორმაცია. შეხვედრის დასასრულს მოხდა ერთობლივი მსჯელობის სტიმულირება, მონაწილეთა დამოკიდებულებების გამოვლენა განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.