პირველი ხორგა


ფართობი - 1396,05 ჰა.
მოსახლეობა - 769 ადამიანი.
გამოღმა პირველი ხორგა (სოფლის ცენტრი)
 შემავალი უბნები: საბერაიო, საკორტავო, საშელიო, საჩარგაზიო, სადოლბაიო, საჩარგაზიო, 
 მანძილი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 5 კმ.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ტერიტორიული 
ერთეულ პირველ ხორგაში კობა ლეფსაია
ადმინისტრაციული შენობა 
სოფელი პირველი ხორგა მდინარე ხობის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. მუნიციპალიტეტის ცენტრიდან დაშორებულია 5 კმ-ით. იგი საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე შედიოდა ხორგის თემში, რომელიც ერქვა ვრცელ ტერიტორიას მდინარე ხობის ორივე მხარეს ხობიდან ყულევამდე და არაერთგზის დასახელებულა შუასაუკუნეების სამართლებრივ ძეგლებში. ხორგის ტერიტორია და აქ მცხოვრებნი ხობის მონასტრის მამულებად და ყმებად ითვლებოდა, აქ აფხაზეთის კათალიკოსს სასახლე ჰქონია. ხორგა აღნიშნულია არქანჯელო ლამბერტის რუკაზე.
სოფელში 61 გვარის 281 კომლი, 769 სული ცხოვრობს. გავრცელებული გვარებია: ბერაია, კორტავა, შელია, ჩარგაზია, დოლბაია, ჭაჭია,  ნაროუშვილი (ადგილობრივი ვარიანტი ნარსქუა), მირცხულავა, ქობალია, გვარამია...
პირველ ხორგაში ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი.
მოსახლეობის ძირითადი საქმიანობაა მარცვლეული კულტურების მოყვანა და მესაქონლეობა. აქაურ ნიადაგებზე კარგად ხარობს სიმინდი, ლობიო, სოიო, თხილი, ფეიჰოა, კივი. უძველესი დროიდან მისდევენ მეთევზეობას.
საინტერესო ტოპონიმებია: მინდვრები - ვეხი, მამული. ამაღლებული ვაკე - კოდორე, ტყე ნაბერუ, ყანა - ოფაშ ნავანუ. სახნავი - ოუნე. მინდორი - ბერულეფიშ კარე. ღელეები: ასუა, კარცხაპი, ნაბერუ, ნარჩაბუ, ოცხენებოგა, სასქური, სკვია, შქაღალი, წყაბუ, ლესქური; უბნები: საბერაიო, სამირცხულა, საგამსონიო, სადოლბაიო, საკორტა, სალეფონა, სანარსქუო, საშელიო, საჩარგაზიო, საჭოჭუო, საქობალიო.
სოფელში არის ადგილები: გვიმარონი, დიშ ნახორი, დიხაკიცი, ნააკოპუ, საანგურო, რომლებიც წარმოადგენს ძველკოლხურ არქეოლოგიურ ძეგლებს, ისინი ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად ძლიერ არის დაზიანებული.
პირველ ხორგაში მიწისზედა ისტორიული ძეგლები არ შემორჩენილა, აქ არის ადგილი, რომელსაც ოხვამეკარი-მუხურჭალე ჰქვია, სადაც ადრე მდგარა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში დაუნგრევიათ, ამ მიდამოებში მდინარე ხობის ნაპირზე დიდი რაოდენობით ფიქსირდება ანტიკური ხანის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.
ამ სოფლიდან არიან: პოეტი ალიო მირცხულავა, სკოლის ეზოში დგას მისი ბიუსტი, ფუნქციონირებს ალიო მირცხულავას სახლ-მუზეუმი. პირველი ხორგიდან არიან აგრეთვე პოეტი-აკადემიკოსი ვაჟა ეგრისელი-დოლბაია, ისტორიკოსი ილია მირცხულავა, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იონა მირცხულავა, რეჟისორი რეზო მირცხულავა.

 ლიტერატურა:
პაატა ცხადია, სამეგრელოს გეოგრაფიული სახელწოდებანი. ხობის რაიონი ქ. ფოთი. თბ. 2007
გოგიტა ჩიტაია, ფოთისა და ხობის ეპარქია. ისტორიული ძეგლები, თბილისი 2007.
ხობის მონასტერი, შემდგენელები: ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია, ხობი თბილისი 2000.
ფოთის ეპარქია, საეკლესიო მაცნე (კალენდარი) 2002 წელი.


თამაზ ბერაძე, ინეზა მაისაია, სამეგრელო, მეგზური, თბილისი 2011 წელი.

ირაკლი შონიას ფოტო მასალა:
ბონდის ხიდი მდინარე ხობზე

 
ყოფილი კოლმეურნეობის ადმინისტრაციული შენობა
ყოფილი კოლმეურნეობის  შენობა

სოფლის კლუბი

მეორე მსოფლიო ომში სოფლიდან დაღუპულთა სახელობის ობელისკი





------------------------------------------



რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული რეზერვისტის
 გოგა ბერაიას სახელობის წყარო


მოსაცდელი ხობი-ფოთის რესპუბლიკური მნიშვნელობის ტრასაზე


იოანე ნათლისმცემელის სახელობის მონასტერი სოფელ პირველ ხორგაში





------------------------------
პოეტ ალიო მირცხულავას სახელობის მუზეუმი

მუზეუმი 2007 წელი



1984 წელი მუზეუმის გახსნის დღე

დაბადების ადგილი: ხობის რაიონი, სოფელი ხორგა. 
სწავლობდა მოსკოვის ვ. ბრიუსოვის სახელობის სრულიად საკავშირო სალიტერატურო ინსტიტუტში, ხოლო შემდეგ ჩაირიცხა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1927 წელს.
1921 წ. მუშაობა დაიწყო კომკავშირის ცკ-ს ბეჭდვითი სიტყვის განყოფილების მდივნად. 1940-1944წწ. პარტიის ცკ-ის თანამშრომელი, ხოლო სხვადასხვა წლებში ჟურნალების -"მნათობისა" და "დროების" რედაქტორი. 1968 წლიდან საქართველოს წიგნის პალატის დირექტორი. 1923 წელს გამოქვეყნდა მისი მოთხრობები და პოემები, ხოლო ლექსთა კრებული - "მერრეხი", ბუმერანგის ფსევდონიმით, გამოვიდა 1924 წელს, დრამატული პოემა - "სურა დაიმსხვრა" 1959 წელს.

პოეტ ალიო მირცხულავას ლექსი ,,ვერხვი,,-ს გამო
გაზაფხულდა, ზეცა გათბა, გვირგვინს იდგამს ქედები,
ხორგის დილას გადაუფრენს გულჟღურტულა მტრედები,
ვერხვის ჩრდილზე თეთრი ლექსი მწვანე კალთას შეახევს,
ოდა სახლის მაღალ კარებს სიოს რხევით შეაღებს...
შფოთიანი ფიქრი მეცა  როგორც თოვლის ნამქერი,
მკერდ მივიკარ სიყმაწვილე აკვნის რწევით ნამღერი,
ჰე,მამულო! ფესვით მოველ, ფეთქავს ვარდის ღაწვები,
მზის ფერებით გამიშლია ნამეხარი მკლავები,
სიზმრად მოვალ, ცხადში მოვალ, თუნდაც ერთხელ რომ გნახო,
ჩემს სულს ვატან მთრთოლავ ფოთლებს, მათ სუნთქვაში დამმარხონ,
გაზაფხულის ღიმილივით ნატვრა აღარ ბერდება,
ხორგას გადაუფრინესო გულჟღურტულა მტერედებმა...

ნინო კემულარია, 2009წელი




video


ბაღი 2012 წლის ფოტო