ნოჯიხევში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

27 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ გოჩა სიჭინავამ და გამგებლის წარმომადგენელმა ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში ლევან ლიპარტიამ ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე სამელიორაციო სამუშაოები დაათვალიერეს, რომელსაც საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის ხობი-ენგურის სერვის ცენტრი ახორციელებს. პროექტის ფარგლებში სამელიორაციო სამუშაოები ტარდება 145 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, რომლის გრძივი მეტრი 9 კმ-ია.