სპორტული შეჯიბრი კალათბურთში მოსწავლეთა შორის დასრულდა (foto)


28 თებერვალს ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის, შსს ხობის რაიონული სამმართველოს და ხობის საჯარო სკოლის თვითმმართველობის თანამშრომლობით გაიმართა სპორტული შეჯიბრი კალათბურთში, რომელიც მიმდინარეობდა არასრულწლოვანთა შორის, ჯანსაღი წესის პროპაგანდის ფარგლებში, სადაც გაიმართა ფინალური მატჩები, ტურნირში მონაწილეობას იღებდა მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლის გუნდი, სადაც ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ვაჟთა შორის I ადგილი - ხობის N 1 საჯარო სკოლის გუნდი, II ადგილი - ახალ ხიბულის N 2 საჯარო სკოლის გუნი და III ადგილი - ჭალადიდის საჯარო სკოლის გუნდი.
გოგონათა შორის I ადგილი - ხობის N 1 საჯარო სკოლის გუნდი, II ადგილი - ახალ ხიბულის N 1 საჯარო სკოლის გუნი და III ადგილი - შუა ხორგის საჯარო სკოლის გუნდი.
გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ სიგელები და კალათბურდის ბურთები.

https://www.facebook.com/media/set/?set=a.796027420482476.1073742266.418195044932384&type=1