შეხვედრა გამგეობის სააქტო დარბაზში

დღეს,  ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გამგეობის თანამშრომლებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა,  გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და მოადგილე  მახარე ჩოკორაია შეხვდნენ. შეხვედრა გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილების უფროსის ნათელა  ლომაიასთვის 80 წლის იუბილეს მოლოცვით დაიწყო. გამგებელმა 61 წლიანი სტაჟის მქონე ქალბატონს დაბადების დღე მიულოცა და გამგეობის მოსამსახურეებს გააცნო გამგებლის ბრძანების ტექსტის შინაარსი სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისა და ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით ნათელა ლომაიასთვის ოფიციალური მადლობის გამოცხადებისა და ერთდროული ფულადი ჯილდოთი წახალისების თაობაზე. იუბილარს საიუბილეო თარიღი გამგეობის სხვა თანამშრომლებმაც მიულოცეს.

     შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამგეობის მოსამსახურეებისგან მოისმინეს პრობლემური საკითხები, განიხილეს და მიიღეს შესაბამისი დავალებები.