შეხვედრა ხობელ მოსწავლეებთან ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოში

2015 წლის 24 თებერვალს ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში გაიმართა შეხვედრა ქ. ხობის №2 საჯარო სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან. მოსწავლეები შეხვდნენ მოსამართლეებს, სასამართლოს მენეჯერს და აპარატის თანამშრომლებს. გაეცნენ სასამართლოს აპარატის საქმიანობას, დაათვალიერეს სასამართლო სხდომის დარბაზი და სასამართლოს ადმინისტრაციული შენობა, მოსწავლეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს მოსამართლეებთან და სასამართლოს სხვა თანამშრომლებთან ერთად. მოსწავლეები კმაყოფილნი დარჩნენ ხობის მაგისტრატ სასამართლოში სტუმრობით.