28
იანვარს  ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის
პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული
განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ზაზა ბუკიამ  ქ. ხობში გორგასლის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები
დაათვალიერეს. გორგასლის ქუჩაზე მიმდინარეობს აფალტ-ბეტონის საფარის კაპიტალური მოწყობის
სამუშაოები, რომელსაც შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ასრულებს. მიმდინარე
სამუშაოების სახელშეკრულებო  ღირებულება
454984 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე შესრულებულია  სამუშაოების 30%. ასფალტ-ბეტონის საფარის
კაპიტალური მოწყობითი სამუშაოები  ამა წლის
მარტში დასრულდება.
 
