ხობის მუნიციპალიტეტში ბიბლიოთეკები წიგნადი ფონდით შეივსო (ვიდეო)

ქ.ხობში პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი 500-500 ლარიანი ვაუჩერით შესაძლებელი გახდა მუნიციპალიტეტის 13 ბიბლიოთეკისთვის მოთხოვნით გათვალისწინებული წიგნების შეძენა. ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ უკვე განახორციელა წიგნების ინვენტარიზაცია პირველი მაისის, ხეთის, ხამისკურის, თორსის, შუა ხორგის, ჭალადიდის, საგვიჩიოს, ქვემო ქვალონის, საჯიჯაოს, ზუბის, ახალი ხიბულის, ძვ. ხიბულის ბიბლიოთეკებისთვის.
   რამდენიმე თვის წინ ცენტრალური ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული 4450 ლარის ღირებულების ახალი წიგნებით შეივსო, აქედან 400 ლარის ღირებულების წიგნი გადაეცა თორსის საჯარო ბიბლიოთეკას. ადგილობრივი ბიუჯეტით ასევე გათვალისწინებულია ცენტრალური ბიბლიოთეკისთვის ელექტრონული პროგრამის შეძენა, რითაც წიგნადი ფონდის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება ინტერნეტ მომხმარებლებისათვის.