მიმდინარეობს კონკურსის მესამე ეტაპი

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში მიმდინარეობს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული საჯარო კონკურსების მესამე ეტაპი - გასაუბრება. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც შვიდი წევრისგან შედგება კონკურსანტებს 24 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით გაესაუბრება. კონკურსის მესამე ეტაპზე სულ 177 კანდიდატია დაშვებული.