ხობელ სპორტსმენთა ასპარეზობა

29-30 იანვარს  ირანში ქ. მაშჰედი ტარდება საერთაშორისო ტურნირი ,,იადეგარიმამის თასი'' ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში  ჭაბუკთა შორის, სადაც  მონაწილეობს   საქართველოს ჭაბუკთა  ნაკრები, რომლის ღირსებას დაიცავს  ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“  სასპორტო სკოლის მოჭიდავე  ნიკა ყორშია, ხოლო მწვრთნელად მიწვეულია განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჯგუფის მწვრთნელ-მასწავლებელი მამუკა ყორშია. 
     23-25 იანვარს ქალაქ თბილისში ჩატარდება თბილისის პირველობა მძლეოსნობაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ჯგუფი გ. კორტავას, გ. ახალაიას, გ. ცხადაიას შემადგენლობით (მწვრთნელ-მასწავლებელი ი. გრიგოლიანცი). ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ხობელ სპორტსმენებს  წარმატებებს უსურვებს.