დედას...


ისე წახვედი ვერ მოვასწარი
დამშვიდობებ შენთან
ისე მინდოდა ჩაგხუტებოდი
 ვერ მოვერიე სევდას
სადაც მივდივარ ყველგან მომყვები
 შენ ჩემს მეგზურად იქეც,
ყოველი დიდი განსაცდელისას
მუდამ ჩემს გვერდით იდექ
ცისკრის ვარსკვლავო,ამომავალო ჩემს სულში
ნათელს აფრქვევ, ტკივილს მიამებ,
სევდას მიქარვებ ცხოვრების მიზნით მავსებ.




ჩემო დედიკო ძლიერ მიყვარხარ, მინდა გამითბო გული,
შენ თუ ვერ მოხვალ, მაშინ მითხარი ვინ დამიამოს წყლული
 შენს მონატრებას როგორ გავუძლო რით დავიმშვიდო სული
ღამეს ვათენებ შენზე ფიქრებში არ მეკარება რული
დე, რომ იცოდე როგორ მიყვარხარ, უშენოდ ყოფნა მიირს,
შენი ხატება ყველგან დამყვება შავ ფიქრთა ღრუბლებს მიშლის
 შენი თვალები ყველგან მაცილებს, გულს არ მაკარებს სევდას,
სანთელს ავანთებ, ჩუმად ვილოცებ, სულის სიმშვიდეს ვეძებ
როცა ვიცინო როცა ვიმღერო ყველა შენს სახეს ხედავს
 რად მიმატოვე რა დაგიშავე რატომ წახვედი დედა?
მე გავიზარდე უკვე დიდი ვარ ცხოვრების გზაზე ვდგავარ
მაგრამ ძვირფასო ისე ირდები როგორც არასდროს დედა!
 წუხელ მესიზმრე მეფერებოდი გულში მიკრავდი ნელა

 გამომევიძა უცბად დამშვიდდი ისევ ჩემში ხარ დე!