კარლო ჯობავას ხსოვნას


ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენლის, ბატონ კარლო ჯობავას გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის ოჯახს.

ბატონმა კარლომ თავისი მოღვაწეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მისი შრომითი საქმიანობა იწყება პედაგოგიური საქმიანობით, იყო პირველი ხორგის საშუალო სკოლის დირექტორი, ხობის რაიონული კომიტეტის ინსტრუქტორი. 2007-2009 წლებში - ქ. ხობის რწმუნებული, 2011 წელს მიენიჭა „ფაზისის საერო აკადემიის“ აკადემიკოსის წოდება, იყო აკადემიის პრეზიდიუმის წევრი.
ერთგულება, კეთილსინდისიერება, გულწრფელობა და პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ამ ღირებულებებით ხასიათდება მთელი მისი საზოგადოებრივი საქმიანობა განვლილი ცხოვრების მანძილზე.