2015 წლის პირველი საკრებულოს სხდომა

23 იანვარს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ: გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს, გამგეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები. 
დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ სხდომაზე განხილულ და მიღებულ იქნა „ხობის მუნიციპალიტეტის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის რეგულირების შესახებ“ დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, „პაპანწყვირის“ ტბასთან გზაზე (გზის დასაწყისი-თბილისი -სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გადაკვეთასთან და გზის დასასრულში-„პაპანწყვირის“ ტბასთან შესასვლელი გზის გადაკვეთაზე) განთავსდება 2 ცალი ამკრძალავი საგზაო ნიშანი 3.11. „მასის შეზღუდვა“ (მინიშნებით „8 ტონა“) და დაევალა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას ამ დადგენილებით გათვალისწინებული საგზაო ნიშნების განთავსებისათვის აუცილებელი ღონისძიებების გატარება 30 დღის ვადაში.
შემდეგ საკითხად სხდომაზე განხილულ და მიღებულ იქნა განკარგულება „ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ასევე განხილულ იქნა „ ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნების განწერის დასამტკიცებლად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის შესახებ“ განკარგულების პროექტი და საკრებულოს განკარგულებით მიეცა თანხმობა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნების კვარტალური განწერის თაობაზე.
საკრებულოს განკარგულებით ასევე მიეცა თანხმობა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სარგებლობის უფლების გადაცემაზე.
სხდომაზე ბოლო საკითხად მოსმენილ იქნა საკრებულოს თვმჯდომარის ედიშერ ჯობავას ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ფინანსური და საფინანსო_სამეურონეო საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის თაობაზე.
საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ, საკრებულოს წევრებს, დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა და სხვა საკითხების ფორმატში წარუდგინა ინმფორმაცია სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტების შესახებ, რომელბიც სტიმულის მიმცემია გლეხების, ფერმერების და სოფლის მეურნეობის დარგში ჩართული მეწარმეებისათვის.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ სხდომა დახურულად გამოცხადდა.