შემოდგომის ზეიმი სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში

ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში შემოდგომის ფესტივალი გრძელდება, 30 ოქტომბერს ქ. ხობის №2 საბავშვო ბაღში,  ორიგინალურ კოსტიუმებში გამოწყობილმა პატარებმა სხვადასხვა ნომრები წარმოადგინეს. საინტერესო იყო მშობლებისადა აღმზრდელების ჩართულობა, შესრულდა ლექსები, სიმღერები შემოდგომის თემაზე, ასევე სხვა და სხვა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ნომრები. დასასრულს, ზეიმის ყველა მონაწილეს შემოდგომის ნობათი დაურიგდათ საჩუქრად.

ზეიმს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.