შემოდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები

ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში შემოდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით პერიოდულად  ღონისძიებები  იმართება.  ქ. ხობის  I   საბავშვო ბაგა-ბაღში დღევანდელ ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა  და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
     ტრადიციად ქცეული ღონისძიებისათვის პატარები გულმოდგინედ ემზადებოდნენ. შემოდგომის ზეიმზე წარმოადგინეს შემოდგომის უხვი და ბარაქიანი ნობათი – ხილი, თბილთბილი თათარა და მასში ამოვლებული  ჩურჩხელები. აღსაზრდელები თანატოლების, პედაგოგების და მშობლების წინაშე თვითშემოქმედებით წარდგნენ, მანამდე კი საკუთარი ნახატების გამოფენა დაათვალიერებინეს. მათ მიერ შესრულებულმა სიმღერამ, ცეკვამ, სხვადასხვა საბავშვო პერსონაჟების წარმოდგენამ გაახალისა მაყურებელი, მათმა ოვაციებმა კი  პატარები კიდევ მეტად გაამხნევა და გულმოდგინედ ცდილობენ თავის წარმოჩენას. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომდგენლებმა დამსწრე საზოგადოებას შემოდგომის ზეიმი მიულოცეს და პატარებს  წარმატებები უსურვეს.