პაპანწყვირეს ტბა

პაპანწყვირეს ტბა. როგორც ბატონი გოგიტა ჩიტაია მიუთითებს 1912 წლის ,,სახალხო გაზეთში'' წერია: ჩვენში (სოფელი ხეთა, ზუგდიდის მაზრა) არის ერთი პატარა ტბა, რომელსაც სახელად ჰქვიან ,,პაპანწყვირე’’. ეს სახელი მეგრულია და ქართულად კი გამოითქმება ,,მღვდლის ნაქცევი’’. ტბა ღრმა არის, ზომით ერთი ქცევა იქნება. მოთავსებულია ფრიალო კლდეებს შუა. რამდენიმე წლის წინეთ გაუზომიათ მისი სიღრმე ადგილობრივ მოვაჭრეებს, ნავით შეცურებულან შუა-გულ წყალში და 100 საჟენიანი 10 გირვანქიანი გირი მობმული ბაწარი ჩაუშვიათ, მაგრამ ტბის ძარამდე ვერ დაუწვდენიათ (ალექსანდრე გოგინავა). როგორც ტბის ფსკერის საგამოკვლევო სამუშაოებმა გვიჩვენა ტბის სიღრმე 5,5 მ-ს არ აღემატება. ბრტყელი ფსკერი ლამის სქელი ფენით არის დაფარული.