მასშტაბურ დასუფთავების აქციას ხობის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა

დღეს, 29 აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია, გამგეობის, საკრებულოს და მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების მოსამსახურეებთან ერთად აქტიურად ჩაერთვნენ მასშტაბურ დასუფთავების აქციაში. 
აქციის ფარგლებში წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალისგან გასუფთავდა სკვერები, შენობების კედლები და ელექტრობოძები. შეგროვილი ნარჩენები მიმდებარე ტერიტორიებიდან გაიტანეს შპს „ხობი დასუფთავება და განათებას“ თანამშრომლებმა.
დასუფთავების აქცია მოიცავდა მუნიციპალიტეტის ოცდაორივე ადმინისტრაციულ ერთეულს, სადაც ადმინისტრაციულ ერთეულებში დასაქმებულ გამგეობის თანამშრომლებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღო მოსახლეობამაც.
დასუფთავების აქცია საქართველოს მუნიციპალიტეტების ერთობლივი გადაწყვეტილებით დაიგეგმა და მთელი ქვეყნის მასშტაბით წარიმართა. აქციის მიზანია პოლიტიკური სააგიტაციო მასალისგან და სხვა საყოფაცოვრებო ნარჩენებისგან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების გაწმენდა და სუფთა და ესთეტიკური გარემოს შენარჩუნება.
დასუფთავების მსგავსი აქციები პერიოდულად გაიმართება.