ბლიც-ინტერვიუ

სახელი: ნუგზარ
გვარი:   შუშანია
საქმიანობა:  ხობის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო  საკითხთა კომისიის
თავმჯდომარე.
თქვენი წარსულის ერთი ლამაზი დღე  2011 წლის 6 აგვისტო, ჩემი შვილის დაბადების დღე.
რას ინატრებდით?  საქართველოს გაერთიანებასა  და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას.
სურვილი რომელიც ვერ აისრულეთ?   საქართველოს გაერთიანება და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება.
ყველაზე მეტად რას  არ ისურვებდით ?  ომსა და ურთიერთდაპირისპირებას, საერთოდ შიდა სახელმწიფოებრივ კონფრონტაციას.
ვის  გარეშეც ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ?   ოჯახის.
თქვენი  ყველაზე ძლიერი მხარე ?  ცხოვრების გარდამავალ პერიოდებში მიუხედავად ბევრი განსაცდელისა თუ გამოწვევისა ზომიერების შეგრძნებას არ ვკარგავ.
თქვენი ყველაზე უცნაური თვისება?  არ მიფიქრია, ახლობლებს ჰკითხეთ.
რისი გჯერათ?  ჭეშმარიტებისა და უფლისმიერების.
რასაც არასოდეს გააკეთებდით?  იმას რაზეც არასოდეს მიფიქრია...
ადამიანში ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსება?  ერთგულება, ღირსება.
ყველაზე მეტად რისი გეშინიათ?  სიტყვის.
ფრაზა, რომელსაც ყოველდღიურ საუბარში ხშირდ იყენებთ? „უკან ნუ იყურები. წინ იყურე“
რა უნდა გახსოვდეთ ამ ქვეყნად ყოველთვის?   „ მამული, ენა, სარწმუნოება...“
როგორ მოხვდით პოლიტიკაში?  სტუდენტობიდან მოყოლებული აქტიურად ვიყავი ჩართული პოლიტიკაში, 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციის ერთ-ერთი მონაწილე ვარ, ჩემი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირებას არასდროს გავურბოდი, ვაჟღერებდი იმას, რაც შესაბამისობაში არ იყო დემოკრატიულ პრინციპებთან... დანარჩენი ბუნებრივად მოხდა.
ვინ არიან თქვენი ოპონენტები?  ისინი, ვინც შავს თეთრისგან ვერ ასხვავებენ და რეალობის აღქმა უჭირთ.
ის რაც ძალიან გინდათ იცოდეთ?   რაც არ ვიცი.
 რითი ილამაზებთ ცხოვრებას?  სიყვარულითა და მეგობრობით...
როგორი გინდათ  დაგიმახსოვრონ?  დადებით პიროვნებად, სიტყვის კაცად.
როცა უკან მოიხედავთ რას ხედავთ?  წარსულს, განვლილ გზა, საინტერესო უსიამოვნო და სასიამოვნო მოგონებებით.
თქვენი ნება რომ იყოს რას შეცვლიდით?  საზოგადოების დამოკიდებულებას  ერთმანეთის მიმართ,  მეტი პოზიტივია საჭირო...
რისი თქმაც ადრე გინდოდათ და დღეს ჩვენთან იტყვით-   ასეთი არაფერი, რადგან იმას, რისი თქმაც მსურს ყოველთვის ხმამაღლა ვიძახი, ისე ერთმანეთს თუ უფრო შევიყვარებთ, გავბედნიერდებით.