გამგებელმა შუა ხორგის თემში განახლებული სპორტული მოედანი დაათვალიერა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში, ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის თემის სოფელ გამოღმა შუა ხორგაში დასრულდა მინი სპორტული მოედნის სარეკონსტრუქციო სამუშაოები. სამუშაოების ფარგლებში ბეტონითა და ნაწილობრივ ბოძების ჩაბეტონებით ამაღლდა მოედნის ირგვლივ არსებული ზეძირკველი, მოედნის სავალი ნაწილი მოეწყო ბეტონით, დამონტაჟდა ფეხბურთის კარები, განხორციელდა ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები, დაიგო ხელოვნური საფარი. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 38095.15 ლარი შეადგინა.

   დასრულებული სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა ზაზა ბუკიამ დაათვალიერეს.