ზაფხულის საღამოები ქ. ხობში

   
ქ. ხობში კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საღამო საათებში  გამგეობის  კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და  ახალგაზრდების  ინიციატივით  სხვადასხვა  სახის კულტურული  ღონისძიება  ტარდება.
    საღამოს ღონისძიებებში ხობელ ახალგაზრდებთან ერთად ჩართულია ჩამოსული სტუმრები, რომლებიც  ერთობლივად მართავენ  პოეზიის საღამოებს, კონცერტებს  და სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებს. 

    მსოფლიო ჩემპიონს ჭიდაობაში  ჯონი ხეცურიანის  ხობში  ჩამოსვლას  ხობელი ახალგაზრდები ლოზუნგებით დახვდნენ, გამარჯვება მიულოცეს სიმღერებით, ლექსებით  და  წარმატებები უსურვეს მას  და  სხვა ხობელ ჩემპიონებს.  მსგავსი  საღამოები  სხვადასხვა ფორმატში  აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!