გამგებელი ძველ ხიბულაში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში მიმდინარეობს შიდა სამიმოსვლო გზის ორმული შეკეთება, რომელიც ზუგდიდის ტემის სოფელ ნარაზენს უკავშირდება. გზის ამ მონაკვეთზე მიმდინარეობს სავალი ნაწილის რეაბილიტაცია და ქვიშა-ხრეშის დაყრა და გაშლა, სამუშაოებს ინდმეწარმე „გიორგი ტაბაღუა“ ახორციელებს
არსებულ მდგომარეობას გაეცნენ და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და ხობის მუნიციპალიტეტის რწმუნებულმა სოფელ ძველ ხიბულაში გოგი გოგინავამ.