საკურორტო ზონის პროექტის პრეზენტაცია (ვიდეო)



დაბა ჩაქვში ახალი საკურორტო ზონის პროექტის პრეზენტაცია მოეწყო, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ინიციატივით ხორციელდება. პრეზენტაციას დაესწრნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის სხვა წევრები და ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა: „მოხარული ვარ, რომ აქ, აჭარაში ხორციელდება უპრეცედენტო, ინოვაციური პროექტი - Dreamland Oasis, რისთვისაც ჩაქვში შემოდის 105-მილიონიანი ინვესტიცია. ეს არის ყველაზე მსხვილი ევროპული ინვესტიცია აჭარაში. ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა, რომ ამ თანამედროვე, ძალიან პერსპექტიული, აპარტოტელის ტიპის პროექტის განხორციელების ადგილად ავსტრიელმა ინვესტორებმა სწორედ საქართველოს კურორტი შეარჩიეს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო არის სანდო და საიმედო პარტნიორი სერიოზული პროექტების განხორციელებისთვის.“ 
საკურორტო ზონაში პროექტის ავტორების ინფორმაციიით საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლები განთავსდება. ამ დროისთვის 21 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს. კომპლექსში 3 ღია და 1 დახურული აუზი, აკვაპარკი, კორტები და მოედნები მოეწყობა. პროექტის დასასრულს საკურორტო ზონაში 1000-მდე სასტუმროს ტიპის ბინა განთავსდება.








ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!