ხობის სიწმინდეები ჟურნალ „კარიბჭეს“ გვერდზე

 მართლმადიდებლურ   ჟურნალ  „კარიბჭეს“   სამ ნომერში,  თანმიმდევრულად დაიბეჭდა  სტატიები  ხობის მუნიციპალიტეტში მდებარე სიწმინდეებისა და ეკლესია-მონასტრების შესახებ.  ჟურნალში  ხარების  დედათა მონასტერზე, ხობის წმინდა სოფიოს ეკლესიაზე,  „ჯეგეთის“ წმინდა გიორგის ტაძარზე, ხეთის ჯიხაზე (ციხე),  ხიბულის ჯიხაზე, ხობის საეპისკოპოსოზე, თბილისის ხელოვნების მუზეუმსა და ხობის ტაძარში დაცულ  წმინდა ნაწილებსა  და რელიკვიებზეა   ინფორმაციები  მოცემული.  წერილი მომზადებულია თეა ცაგურიშვილის მიერ, რომელშიც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარ  სპეციალისტს ძეგლთა დაცვის საკითხებში გოგიტა ჩიტაიას.  ზემოთ აღნიშნული წერილები დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ იხილონ ჟურნალ „კარიპჭეს“   X,  XI და  XII  ნომრებში.