ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის მორიგი წარმატება


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული ანტინარკოტიკული კამპანიის „არა ნარკოტიკს, ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება!“ ფარგლებში, მოსწავლეებისათვის ნახატებისა და ესეების კონკურსები ჩატარდა. სასკოლო კონკურსებში გამარჯვებული მოსწავლეები დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მოწვეულმა სტუმრებმა დააჯილდოვეს.

ნახატების კონკურსში VII-XII კლასის მოსწავლეებმა ანტინარკოტიკულ თემაზე შესაბამისი სლოგანით ნახატები შექმნეს, მათგან საუკეთესოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამოიფინა. გამარჯვებული ნახატების ავტორებს დიპლომები, სიგელები, ფულადი პრიზები და წიგნის მაღაზიის ვაუჩერები გადაეცათ. 

ესეების კონკურსის ფარგლებში, VII-XII კლასის მოსწავლეებმა მოკლე ესეები მოამზადეს, რომელიც საკუთარი სკოლის წარმომადგენლებს გააცნეს. მოსწავლეთა საჯარო გამოსვლების ვიდეოჩანაწერების საფუძველზე კი, სპეციალურმა კომისიამ 20 საუკეთესო ესე გამოავლინა, რომელთა ავტორებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ერთწუთიანი მიმართვით-არა ნარკოტიკს, ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება! სტუმრებისა და ჟიურის წინაშე წარსდგნენ. 

კამპანიაში ჩართულმა სხვადასხვა სამინისტროსა და შესაბამისი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შემდგარმა ჟიურიმ, საჯარო გამოსვლების შეფასების შედეგად, I, II, III ადგილებზე გასული მოსწავლეები გამოავლინეს და მათ ჯილდოები და საჩუქრები გადასცეს. 
ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ დავით ქანთარიამპრეზენტაციაში მესამე ადგილზე გავიდა,ხოლო ესეების კონკურსში მეოთხე ადგილი დაიკავა.ვულოცავთ მას ამ წარმატებას