გამოსაშვები ზეიმი ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღებში

დღეს, 30 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის 30 საბავშვო ბაგა-ბაღში გამოსაშვები ღონისძიებები ჩატარდა. ხობის N1 (მთავარი სპეციალისტი - მარინა შონია, აღმზრდელ მასწავლებელი - ირმა ხურცილავა, მუსიკის მასწავლებელი - ფიქრია თოდუა) და პირველი მაისის საბავშვო ბაგა-ბაღში (მთავარი სპეციალისტი - ლელა ქანთარია, აღმზრდელ მასწავლებელი - დალი ქარცხია, მუსიკის მასწავლებელი - მაკა კვიკვინია) პატარები მაყურებლის წინაშე ქართველი პოეტების შემოქმედებასთან ერთად სხვადასხვა მუსიკალური ნომრებითა და პიესებით წარსდგნენ. მუნიციპალიტეტის მაშტაბით საჯარო სკოლაში 2014-2015 სასწავლო წელს საბავშვო ბაღდამთავრებული 260 პატარა ჩაირიცხება. 
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ღონისძიებებს ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის მოძღვარი მამა იაკობი (სურმავა), ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფერიდე გოგია და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანებს“ დირექტორი ელისო კვიკვინია და ესწრებოდა. სტუმრებმა საბავშვო ბაღის პედაგოგიურ კოლექტივს დაუღალავი შრომისათვის მადლობა გადაუხადეს და პატარებს გზა დაულოცეს. მამა იაკობმა (სურმავა) ზეიმის მონაწილეებს საჩუქრად ხატები გადასცა.