ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ქალბატონი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გასაღების ფაქტზე, მანანა ჩიტაია დააკავეს. 
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა, რომელიც სხვადასხვა კერძო კომპანიებს უწევდა საბუღალტრო მომსახურებას, რამდენიმე კომპანიის სახელით დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა, თანდართული სასაქონლო ზედნადებებით, თითქოს მან ერთერთ მოქალაქეს 143,000 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა და საყოფაცხოვრებო ნივთები მიაწოდა.
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღებისთვის მანანა ჩიტაიამ 18,000 ლარი აიღო. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 210 - ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 - დან 4 წლამდე ვადით.
http://geonews.ge/category/12/law/news/202998/dakaveba_yalbi_sagadasaxado_dokumentebi_damzadeba_gasageba.html