ნუგზარ წურწუმიამ ოთხი შეხვედრიდან ყველა მოგებით სძლია

2014 წლის 2-4 ივნისს ქალაქ თბილისში ჩატარდა ჩემპიონთა საერთაშორისო ტურნირი ჭაბუკებს შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, სადაც მონაწილეობდნენ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ირანისა და თურქეთის ჩემპიონთა გუნდები. 
განათლების ცენტრის სასპორტო სკოლას ამჯერად ნუგზარ წურუმია, ჯონი ხეცურიანი, სოსო შურღაია,შოთა იოსავა და გიორგი სოსელია წარმოადგენდნენ (მწვრთნელ-მასწავლებლები მ. ყორშია, ა. ხუნჯუა).
ამათგან ნუგზარ წურწუმიამ ოთხი შეხვედრიდან ყველა მოგებით სძლია ირანელ, სომეხ და ქართველ მოჭიდავეებს და 46 კგ წონით კატეგორიაში ტურნირის ჩემპიონი გახდა.ამ მოგებით ნ. წურწუმიამ კიდევ უფრო გაიმყარა ადგილი საქართველოს ნაკრებში, რომელთანაც ერთად გაემგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე სლოვაკეთში 15-20 ივლისს.