6 ოქრო, 15 ვერცხლი და 8 ბრინჯაო - საქართველო ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში

ქართველმა მკლავჭიდელებმა სხვადასხვა  სახეობაში 29 მედალი აიღეს. საქართველოს ეროვნული, ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრების წევრებმა  6 ოქრო, 15 ვერცხლი და 8 ბრინჯაო  მოიპოვეს.
ქართველმა სპორტსმენებმა ოქროს მედალი უკრაინელ, აზერბაიჯანელ და რუს სპორტსმენებს წაართვეს. 21 წლამდე ასაკში ოქროს მედლის მფლობელი გახდა: იმედა ჭინჭარაული, ვაკო მელაძე, დათო თენიაშვილი.  21 წელს ზევით ასაკში ოქროს მედლის მფლობელი გახდა ჯამბულ ვიბლიანი და ვილენ გაბრავა.ვერცხლის მედლის მფლობელი მძიმე წონაში  ლევან ზაგინაშვილი გახდა.
"გურია ნიუსთან"  ევროპის 2 გზის ჩემპიონი  და ექვს გზის პრიზიორი მკლავჭიდში, ხობელმა ვილენ გაბრავა აცხადებს:"აზერბაიჯანში მკლავჭიდის ევროპის ჩემპიონატში სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ამ ტურისთვის, დაახლოებით, 3 თვეა ვემზადები. ძალიან დიდი კონკურენცია იყო. ნამდვილად არ ველოდი, რომ გავიმარჯვებდი. მიუხედავ იმისა, რომ ხელი მაწუხებდა მედალი წამოვიღე.ახლა უკვე  მსოფლიო ჩემპიონატისთვის ვემზადებით, რომელიც სექტემბერში გაიმართება."

ირმა მესხია 02 ივნისი 2014 21:25:45