სკოლბურთი-2014

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტროსთან ერთად 2006 წლიდან ატარებს ტურნირს "სკოლბურთი” საქართველოს საშუალო სკოლებს შორის. ტურნირი იყოფა ორ ეტაპად, პირველ ეტაპი მოიცავს შიდა რეგიონალურ შეჯიბრებებს, ხოლო მეორე, დასკვნით ეტაპზე საქართველოს 16 საუკეთესო სკოლა ასპარეზობს, რომელთაგან 8 სკოლა თბილისიდანაა, დანარჩენი 8 სკოლა კი რეგიონების.
კარში ირაკლი შონია
2-3 ივნისს ,,ნოდარ შენგელიას,, სახელობის სტადიონზე გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 14 საჯარო სკოლებს შორის შეჯიბრი მინი ფეხბურთში. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ქალაქ ხობის N1 და ქალაქ ხობის N2 საჯარო სკოლები. ფინალი უაღრესად საინტერესო და დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდი ლამაზი ფეხბურთის დემონსტრირებას ახდენდა, თამაში დატვირთული იყო სახიფათო მომენტებით. ამ მატჩში ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლამ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა . შემდგომი ეტაპი იქნება რეგიონის გამარჯვებულის ტიტულის მოპოვება, ხოლო დასკვნითი ეტაპი გაიმართება ქალაქ ბათუმში 2014 წლის 20-27 ივნისს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ 16 რეგიონის (რაიონის) ჩემპიონები.

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!