სტუდენტური დღეები 2014 დასრულდა

სტუდენტური დღეები 2014 დასრულდა. პროექტის ფარგლებში საქართველოს მაშტაბით სპორტული, კულტურულ-შემოქმედებითი და ინტელექტუალური შეჯიბრები ჩატარდა. სტუდენტურ დღეებში მონაწილეობა საქართველოს 47 უმაღლესი სასწავლებლის 5000 სტუდენტმა მიიღო. პროექტში გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. წელს გრანპრის მფლობელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გახდა. ფინალურ კონცერტზე მიწვეულნი იყვნენ ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. 
პროექტის ორგანიზებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურს სიგელი „სტუდენტური დღეები 2014 ევროპული მომავლისათვის“ გადასცა. სტუდენტურ დღეებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო ყოველწლიურად ჩაატარებს.