გაზეთ ,,ხობის მოამბე“-ს სხვა და სხვა დროის თავფურცელი



გაზეთ "სოციალიზმის მშენებელის" პირველი ნომერი გამოვიდა 1932 წელს. ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულია 1932 წლის სამი ნომერი.
მადლობა ეროვნულ ბიბლიოთეკას ბიბლიოთეკაში დაცული ყველაზე ძველი ნომრის (N20, 1932 წ.) პირველი გვერდის მოწოდებისთვის.
სოციალიზმის მშენებელი. საქ. კ. პ. (ბ) ხობის რაიკომის, რაიაღმასკომის და პროფსაბჭოს ექვსდღიური ორგანო. ხობი, 1932–1962.
ქვესათაური: 1940 წლ. 12 იანვრიდან საქ. კ. პ. (ბ) ხობის რაიკომისა და მშრომელთა დეპუტატების რაიონული საბჭოს ორგანო.
სხვადასხვა წლებში გაზეთს რედაქტორობდნენ სარედაქციო კოლეგია და რედაქტორები: მ. ფირცხალავა, ნ. კუჭავა(1939-1945), ს. აბრამია, პ. ჯოჯუა, ვლ. წირღვავა, გრ. ნანეიშვილი, აბ. ნანეიშვილი (1948-1949)