სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამა ხობში

დღეს ხობის მუნიციპალიტეტის თორსის თემში, ხეთის, ხამისკურისა და თორსის მოსახლეობას  შეხვდნენ, „ქეას“  წარმომადგენლები. შეხვედრაზე  ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამის შესახებ ისაუბრეს. პროექტი, ფერმერთა ჯგუფებისა და კოოპერატივებისათვის აცხადებს კონკურსს, საუკეთესო ბიზნეს იდეის შერჩევისა და შემდგომი ხელშეწყობის მიზნით. შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი ანგულ მიქავაც დაესწრო. 
           2 აპრილს 13:00 საათზე, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში მუნიციპალიტეტის მაშტაბით კოოპერატივების  და ფერმერულ გაერთიანებებთან გაიმართება   შეხვედრა, სადაც ისინი გაეცნობიან კონკურსის შერჩევის პირობებსა და საკონკურსო განაცხადის ფორმას.