გაზაფხულის კიდევ ერთი ლამაზი დღე


დღეს ქ.ხობის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის საკონცერტო დარბაზში, ქალთა დღესასწაულებთან დაკავშირებით  ღონისძიება-კონცერტი გაიმართა, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული სტუდიის აღსაზრდელები მონაწილეობდნენ. პატარებმა  დედაზე, ქალზე და  გაზაფხულზე ლექსები წაიკითხეს  და სიმღერები შეასრულეს. ასევე  შენობის დერეფანში მოეწყო  ნახატების გამოფენა. კონცერტზე დამსწრე  ქალბატონებს  მათ მიერ შექმნილი კალათებით  მინდვრის ყვავილები მიართვეს და გაზაფხულის კიდევ ერთი ლამაზი დღე მიულოცეს.