კლუბ „ლაზი ერიში“ დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის ზ.გამსახურდიასადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი

28 მარტს ქ. ხობის საჭადრაკო კლუბ „ლაზი ერიში“ დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი, სადაც მონაწილეობდნენ 18 მუნიციპალიტეტის საუკეთესო ვეტერანი და წარმატებული მოსწავლე მოჭადრაკეები. ტურნირის ორგანიზატორი საჭადრაკო კლუბი „ლაზი ერის“ პრეზიდენტი ნუგზარ (ხვიჩა) შონია, ხოლო მთავარი მსაჯი - ფილეს არბიტრი ირაკლი გეთია იყო.
ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა ამირან (გიორგი) შონიამ,  II ადგილი ლუკა შამუგიამ ხოლო III ადგილი გიორგი ლატარიამ დაიკავა. ვეტერანებს შორის საუკეთესო აღმოჩნდა ბადრი ლომაია, პრიზიორები დიპლომებითა და ზვიად გამსახურდიას წიგნებით დაჯილდოვდნენ.
  განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსნი არიან საზღვარგარეთ მცხოვრები, ხობელი ტარიელ ქანთარია, რომლის მიერ შემოწირული 300 დოლარით შეძენილ იქნა საჭადრაკო საათები და თბილისში მცხოვრები ვეტერანი მოჭადრაკე ზურაბ შურღაია, რომელმაც კლუბს გომოუგზავნა პრიზები.