ხობელთა დიდი წარმატება ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში

24-25 მარტს . თბილისში სპორტ დარბაზ ,,არენაში",  საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის ინიციატივით, ჩატარდა საქართველოს პირველობა ჭაბუკებს შორის  ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.  ჩემპიონატში მონაწილეობდნენ და წარმატებით იასპარეზეს ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჯგუფის სპორტსმენებმა.

      

42კგ წონით კატეგორიაში საქართველოს 2014 წლის ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია გახდა, ჩემპიონის ტიტული 50კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა ჯონი ხეცურიანმა, ხოლო მესამე ადგილი ნიკა ყორშიას ერგო. ორგანიზატორებმა პრიზიორები შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებითა და თასებით დააჯილდოვეს.
    ტურნირის მიზანია  საქართველოს მაშტაბით ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის პოპულარიზაცია, მის გაფართოება და ნაკრები გუნდის შევსება. ხობელმა სპორტსმენებმა ამ გამარჯვებით შეძლეს ქვეყნის ნაკრების გუნდში ჩარიცხვა. 
    ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ულოცავს სპორტსმენებს გამარჯვებას და თითოეულ მათგანს წასრმატებებს უსურვებს.
















ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!