ბლიც ინტერვიუ მურმან ბუკიასთან

სახელი: მურმან
 გვარი:  ბუკია
საქმიანობა:  სამანდატო-საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
 წარსულიდან რას გაიხსენებდით?  -   მენატრება  ბავშვობის მეგობრებთან  თამაში და დედის მოფერება.
  რომელი სურვილი ვერ აისრულეთ?  -   მინდოდა მოგზაური გამოვსულიყავი  და  მთელს კონტინენტებზე მემოგზაურა, ქვეყანა შემეცნო.
რა არის თქვენი ძლიერი მხარე? -   ადამიანთმოყვარეობა,  შესაძლებლობის ფარგლებში ყველას მინდა დახმარების ხელი გავუწოდო.
თქვენი ყველაზე უცნაური თვისება - საყვარელ  ხალხს ტკბილეულით ვუმასპინძლდები. 
უხერხული სიტუაციიდან როგორ იხცნით თავს? -  ვცდილობ დავწყნარდე, შემდეგ  ვმოქმედებ სიტუაციიდან გამომდინარე.
რაც თქვენ არ გაქვთ და ძალიან გინდათ თქვენს შვილებს მაინც ქონდეთ? - ერთიანი, დემოკრატიული და ეკონომიურად ძლიერი სამშობლო.
ორი სიტყვით თქვენს ოჯახზე  - მეუღლე  იზოლდა -   პროფესიით ექიმია,  შვილები    გელა და მანუჩარი ეკონომისტები არიან, რძლები ალიონა--ექიმია,  ირმა კი ეკონომისტი, ოთხი  შვილიშვილი მყავს....ბაბუას სიამაყეები....   
 ვის გარეშე  ვერ  წარმოგიდგენიათ ცხოვრება?- ოჯახისა და სამეგობრო წრის გარეშე რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება.
ადამიანში რას აფასებთ? –  ადამიანობას, კაცთმოყვარეობას, რწმენას, პატიოსნებას....
რა უნდა გახსოვდეთ ამ ქვეყნად  ყოველთვის? -სხვას არ  გაუკეთო ის, რაც შენ გულს გატკენს.
ვინ არიან თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები?  - ჩემი მშობლები.
როგორ მოხვდით პოლიტიკაში? - უბრალოდ, მინდა  მოკრძალებული წვლილი შევიტანო  ჩემი ქვეყნის წინსვლაში.
რა არ მოგწონთ? -  მიზნის მისაღწევად ხალხის მოსყიდვა, შეგნებულად ხალხის მოტყუება.
ვინ არიან თქვენი ოპონენტები? -  ყველა ვინც ბოროტებას  ჩადის.
ამ წუთს რას ინატრებდით? - ჩემი ქვეყნის მთლიანობას.
რას დაივიწყებდით? -  ყოველგვარ  წყენას.
საყვარელი სასმისი -  ქართული შავი ღვინო.
სადღეგრძელო -  უფლის სადიდებელი და მშვიდობის სადღეგრძელო.
რისი დაკარგვა არ გინდათ? -  სამეგობრო წრის. მინდა ყველა ერთად და დიდხანს ვიყოთ.
 რისი  გჯერათ? - საქართველოს გაძლიერების  და ბედნიერი მომავლის.
 რა არ გაინტერესებთ? -  სხვის პირად ცხოვრებაში ჩარევა.
რითი ილამაზებთ  ცხოვრებას? -  ოჯახის  წევრებთან, სამეგობრო წრესთან და სამსახურის თანამშრომლებთან ურთიერთობით.
თქვენი ნება რომ იყოს რას შეცვლიდით? -  უპირველესად ყველას დავასაქმებდი, რათა წესიერი შრომით ბედნიერად იცხოვრონ.
რითი დაასრულებდით საუბარს? -  მივმართავ ყველას, რომ იცხოვრონ სამართლიანი და წესიერი ცხოვრებით.  უყვარდეთ და პატივი სცენ ერთმანეთს.