ჟურნალისტი კლარა აბრამია გარდაიცვალა

83 წლის ასაკში გარდაიცვალა ჟურნალისტი კლარა აბრამია, რომელიც გაზეთ “თუთარჩელას” მთავარი რედაქტორი იყო. ცნობილი ხდება, რომ ის ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა და შესაბამის სამკურნალო კურსს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა.
ცნობისათვის, მიმდინარე წლის 14 იანვარს სამართალდამცველებმა კლარა აბრამია თბილისში, მოსკოვის პროსპექტზე მოწყობილ უსახლკაროთა თავშესაფარში მიიყვანეს, სადაც მას ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო და რამდენიმე დღეში ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!