მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კონფერენცია ხობში

26 თებერვალს მოსწავლეთა-ახალგაზრდობის სახლის დარბაზში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რიგით მე-2 საოლქო კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც დელეგატებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია, მპგ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დასავლეთის კოორდინატორი გაიოზ მონიავა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირები.
კონფერენციაზე პარტიის ხობის რაიონული შტაბის ხელმძღვანელმა ვარაზ გაბედავამ საზოგადოებას ერთი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა პარლამენტის წევრი ეკა ბესელია, რომელმაც მიმოიხილა საქართველოში მიმდინარე პროცესები და ისაუბრა მომავალ პერსპექტივებზე.
კონფერენციის დელეგატებმა მეორე ვადით ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნდობა გამოუცხადეს ვარაზ გაბედავას და ბიურო განისაზღვრა შემდეგი შემადგენლობით: ვარაზ გაბედავა, ედიშერ ჯობავა, გოჩა ქაჯაია, ქეთევან ოდიშარია, დოდო გაბუნია, ლევან ქავთარაძე.