„მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ დაიწყო

    დღეს,  20 თებერვალს  ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა, „მცირემეწარმიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში  მუნიციპალიტეტის რწმუნებულებს მოსახლეობისათვის დასარიგებელი „ხვნის ბარათები“ გადასცეს. რწმუნებულები ვალდებულნი არიან პროექტის მოსარგებლეებს გადასცენ მათი კუთვნილი ბარათი და აუხსნან სარგებლობის პირობები. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების  წარმომადგენლებიც  ესწრებოდნენ.
   მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტიითვალისწინებს სოფლად მაცხოვრებელთა ხელშეწყობას მათი მდგრად და განვითარებად ფერმერულ მეურნეობებად ჩამოყალიბების მიზნით

    "მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის" ბენეფიციარები წელს ისარგებლებენ ორი ტიპის ბარათით: 
1)
ნიადაგის ხვნის სამუშაოებისათვის დარიგდება სასოფლო–სამეურნეო ბარათი. 
2)
სასოფლო-სამეურნეო საქონლის მისაღებად, გასული წლისგან განსხვავებით, წელს ფერმერები ისარგებლებენ "ლიბერთი ბანკის" პლასტიკური ბარათით, ე.წ. "აგრო ბარათით", რომელზეც დაერიცხებათ 50 ლარის შესაბამისი 50 ქულა (1 ქულა-1 ლარი). "აგრო ბარათების" მიღება ფერმერებს "ლიბერთი ბანკის" ფილიალებში 6 თვის განმავლობაში შეეძლებათ.