სოფელ ქვალონში გაჩენილ ხანძარს შუახნის მამაკაცი სასწაულებრივად გადაურჩა

ხობის რაიონის სოფელ შუა ქვალონში შუახნის მამაკაცი საკუთარ სახლში გაჩენილ ხანძარს სასწაულებრივად გადაურჩა. მეზობლების განცხადებით, ცეცხლის გაჩენის დროს მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა. ის სოციალურად დაუცველია და ბოლო დროს ავადმყოფობდა. მრავლობითი დამწვრობის დიაგნოზით ქვემო ქვალონის მკვიდრი გოდერძი ცირეკიძე ქუთაისის დამწვრობის ცენტრში რეანომობილით დაგაიყვანეს. მკურნალი ექიმის განცხადებით პაციენტის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.