შეხვედრა არასამთავრო სექტორის წარმომადგენლებთან

6 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა შეხვედრა თემაზე „ქალთა გაძლიერება ცვლილებისათვის“ (პროექტს ახორციელებს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“). შეხვედრაში მონაწილეობდნენ ასოციაცია „ათინათის“, ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამიზნე თემების (თორსა, პირველი მაისი, ქვემო ქვალონი) წარმომადგენლები. 
პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა საქართველოში.“ პროექტის ფარგლებში შეხვედრაზე წარდმოგენილი იქნა პრეზენტაციები თემებში არსებული პრობლემების შესახებ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიესალმნენ ქალთა აქტივობებს თემებში არსებული პრობლემების მოგვარების შესახებ და თავის მხრივ დასძინეს, რომ კარგად იცნობენ შეხვედრაზე დასმულ საკითხებს, მუშაობენ მსგავსი პრობლემების გადაწყვეტაზე და უმრავლესი მათგანი პრიორიტეტების მიხედვით გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის ბიუჯეტში.