შიდა სასკოლო ტურნირი ბილიარდში

2013 წლის 10-14 დეკემბერს განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ბილიარდის ჯგუფში (საბილიარდო კლუბი „ბასა) ჩატარდება შიდა სასკოლო ტურნირი მიხეილ იოსავას სახელობის გარდამავალ თასზე.
შეჯიბრი ჩატარდება ოლიმპიური სისტემით კომბინირებულ პირამიდაში. მონაწილეობას მიიღებს 16 მონაწილე.
გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება 16 დეკემბერს 15:00 საათზე.
შეჯიბრის ორგანიზატორი ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრი''.