ხობის მუნიციპალიტეტის
მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განსახორციელებელი
სამუშაოები. პროექტის ფარგლებში  ჭალადიდის
თემის სოფელ საბაჟოში  ორ კილომეტრიანი გზის
მოხრეშვითი სამუშაოები  ხორციელდება. ობიექტზე
შეტანილია  ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი, რომელიც
გაიშლება ავტოგრეიდერით. მიმდინარე სამუშაეობს გაეცნენ და  დაათვალიერეს   
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ქარდავამ და  გამგებლის მოადგილემ ედიშერ ჯობავამ.
 
