საახალწლო ზეიმი ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლში

დღეს, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ თანამშრომლებმა ბენეფიციარებთან ერთად საახალწლო ზეიმი გამართეს. ზეიმზე ყველა თაობის წარმომადგენლებმა სიხარულით ანთებულ თვალებით შეასრულეს ქართული ცეკვები, საახალწლო სიმღერები და ლექსები.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის მოადგილემ ედიშერ ჯობავამ სათნოების სახლის ბინადრებს შობა-ახალი წელი მიულოცეს და 100-ზე მეტ ბენეფიციარს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.